სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 1 თვე წინ 37
სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:"ძვირფასო ლისის ტბის სტუმრებო! გაცნობებთ, რომ 17 მარტს, ლისის ტბის ტერიტორიაზე მოხდა ინციდენტი ძაღლებს შორის. კერძოდ, ნაგაზის ჯიშის ძაღლმა დააზიანა პატარა ზომის ძაღლი. გვსურს აღვნიშნოთ, რომ დაზარალებული ძაღლი გადარჩა და მისი ჯანმრთელობისმდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის შემდეგ, ლისის ტბის ადმინისტრაცია, თვითმხილველებთან ერთად, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდა და ნაგაზი გაიყვანესტერიტორიიდან. პარალელურად, ტბის ადმინისტრაციამ, ინტერნეტის საშუალებით შეძლო ნაგაზის მეპატრონის პოვნა და დაკავშირება. მეპატრონე ინფორმირებულია ძაღლის ადგილსამყოფელის შესახებ. ამჟამად, ტბის ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული ორივე მხარესთანკომუნიკაციაში, რათა დაზარალებული ძაღლის პატრონს მიეწოდოს სრული ინფორმაცია ნაგაზის ჯიშის ძაღლის აცრებთან და საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით. პატივისცემით, ლისის ტბის ადმინისტრაცია," - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია