სოფო კილასონია: დღეს და ხვალ ამას შევძლებთ. მერე იქნება მხოლოდ სინანული, მხოლოდ დანაშაულის გრძნობა, მხოლოდ სირცხვილი. შეიძლება იყოს პრივილეგიები, მაგრამ …

News.ge 1 კვირა წინ 31
სოფო კილასონია: დღეს და ხვალ ამას შევძლებთ. მერე იქნება მხოლოდ სინანული, მხოლოდ დანაშაულის გრძნობა, მხოლოდ სირცხვილი. შეიძლება იყოს პრივილეგიები, მაგრამ …

“დილიდან ვფიქრობ, შემიძლია თუ არა დაგპირდეთ, რომ მე ვიქნები ხიდი თქვენსა და სახელოვნებო საზოგადოებას შორის, რომელიც უკვე აღარ ელის თქვენს განცხადებას. რომელიც აღარ ათვალიერებს თქვენს გვერდებს დილაობით და კი, ვიქნები.

გადმოდგით ნაბიჯი სიმართლისკენ, ზნეობისკენ, განვითარებისკენ, საკუთარი მომავლისთვის გადმოდგით ნაბიჯი და ჩვენ, როგორც უძღებ შვილებს, მხოლოდ სიყვარულით მიგიღებთ. იმიტომ რომ სიყვარული შეიძლება დაიმალოს შეცდომების აზვირთებულ ტალღებ ქვეშ, მაგრამ ხომ გვახსოვს რომ ის იყო. მოვძებნით ისევ. Nikoloz Tsulukidze Lasha Chkhartishvili თვალებს ვხუჭავ, ხელებს ვშლი, რომ მზად ვიყო სწრაფად ჩაგეხუტოთ, რომ ასე გამოგიტაცოთ წყვდიადიდან.

დღეს და ხვალ ამას შევძლებთ. მერე იქნება მხოლოდ სინანული, მხოლოდ დანაშაულის გრძნობა, მხოლოდ სირცხვილი. შეიძლება იყოს პრივილეგიები, მაგრამ არ იქნება სიამაყე და სიხარული,” – წერს სოციალურ ქსელში სოფო კილასონია.

 

სრულად წაიკითხეთ სტატია