სოფიკო მეგრელიძე: “გაგებით მოეკიდეთ ქალბატონო, რატო ნერვიულობთ”, ძალიან შეწუხდა პოლიციელი

News.ge 4 საათი წინ 2
სოფიკო მეგრელიძე: “გაგებით მოეკიდეთ ქალბატონო, რატო ნერვიულობთ”, ძალიან შეწუხდა პოლიციელი

“გაგებით მოეკიდეთ ქალბატონო, რატო ნერვიულობთ”, ძალიან შეწუხდა პოლიციელი აეროპორტში. გაგებით უნდა მოვეკიდო, რომ 10 000 ლარის ჯარიმა ჰქონია ჩემს შვილს რუსთაველზე დგომისთვის, ოღონდ ამის შესახებ მარტო აეროპორტში გავიგეთ. არც ერთი ჯარიმა არ ჩაბარებია. გაგებით უნდა მოვეკიდო, რომ ჯერ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და მარტო ამის მერე გაასაჩივროს, წინააღმდეგ შემთხვევააში საზღვარს ვერ გადმოკვეთავს. გაგებით უნდა მოვეკიდო, რომ იმ დღეებზეა ჯარიმები გამოწერილი როდესაც თბილისში საერთოდ არ იყო. გაგებით უნდა მოვეკიდო, რომ ჯარიმის გადახდას ტექნიკურად ვერ უმკლავდება ლიბერთი ბანკი და რომ სხვა ბანკი არაა საზღვარზე. იმასაც გაგებით უნდა მოვეკიდო, რომ ონლაინ გადახდას არ ცნობს მესაზღვრე და დილი 3 საათზე სველი ბეჭედი უნდა. იმასაც გაგებით უნდა მოვეკიდო, რომ ჯარიმის გადახდიდან 6 საათის შემდეგაც არ აძლევენ საზღვრის კვეთის საშუალებას. როგორც მირჩიეს, მთავარია არ ვინერვიულო და გაგებით მოვეკიდო”. – წერს ჟურნალისტი სოფიკო მეგრელიძე სოციალურ ქსელში.

“Update: შემოუშვეს 7 საათიანი ლოდინის შემდეგ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.

 

სრულად წაიკითხეთ სტატია