სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

Primetime.ge 3 თვის წინ 63
სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან დღეს მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით 07:00 საათისთვის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ორი მგზავრი ავტომობილით გადაადგილდებოდა და მათ მოახერხეს, შემთხვევის ადგილს გარიდებოდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია