სომხეთის პრეზიდენტმა
ვაჰაგნ ხაჩატურიანმა
სოციალური ქსელ X-ში მიხეილ
ყაველაშვილს საქართველოს
პრეზიდენტად არჩევა
მიულოცა.„გულითადად
ვულოცავ მიხეილ
ყაველაშვილს საქართველოს
პრეზიდენტად არჩევას!
სრულად გამოვხატავ
მხარდაჭერასა და
მზადყოფნას ვიმუშაო
მჭიდროდ სომხურ-ქართული
ტრადიციული, ძმური
ურთიერთობების სასიკეთოდ.
პრეზიდენტს ვუსურვებ
წარმატებას მის მომავალ
საქმიანობაში“, - დაწერა
ხაჩატურიანმა.