არის რაღაც, რასაც ვერ
დაივიწყებ - ოსვენციმი არ
უნდა დაივიწყო, აბუ-გრეიბი
არ უნდა დაივიწყო,
გუანტანამო არ უნდა
დაივიწყო, არ შეიძლება იმის
დავიწყება, რაც ხდებოდა
მერვე საპყრობილეში,
იმიტომ რომ ეს არის
დანაშაული კაცობრიობის
წინააღმდეგ, - განაცხადა
„ხალხის ძალის“ ლიდერმა,
ყოფილმა სახალხო
დამცველმა და
სასჯელაღსრულების ყოფილმა
მინისტრმა სოზარ სუბარმა
გადაცემაში „არჩევანის
პირისპირ“.მან აღნიშნა, რომ
როდესაც სახალხო
დამცველის თანამდებობაზე
პატიმრების სიკვდილობის
მიზეზებს სწავლობდა,
პრაქტიკულად ყველას
ემჩნეოდა წამების კვალი,
პატიმრების ზუსტად 49,5%-ს
ჰქონდა C-ჰეპატიტი. მან
ასევე გაიხსენა, რომ
ციხეებში ხშირი იყო
ტუბერკულოზის
შემთხვევები.„ხშირი იყო
შემთხვევა, როდესაც
60-80-კაციან საკანში
შეგნებულად ათავსებდნენ
ტუბერკულოზიან ადამიანს,
ყველა რომ დაავადებულიყო.
განსაკუთრებით ეს იყო იმ
პატიმრების დასჯის მეთოდი,
როლებიც დაუმორჩილებლობას
იჩენდნენ ადმინისტრაციის
მიმართ“, - იხსენებს სუბარი.