პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, პარტია
„ხალხის ძალის“
თავმჯდომარემ, სოზარ
სუბარმა 2003–2012 წლებში
მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, გოჩა
კაკოიშვილის უფლებების
შელახვის განხილვისას,
„ნაციონალური მოძრაობის“
რეჟიმის დროს მედიის
მუშაობის პრინციპი
გაიხსენა.დეპუტატმა
აღნიშნა, რომ ნაწამები გოჩა
კაკოიშვილის ამბის
მოსასმენად ყველა
ტელევიზია მივიდა, თუმცა
მხოლოდ ერთმა მცირე
ტელევიზიამ
გააშუქა.„კიდევ ერთხელ
მინდა, გავიხსენო ის
შემზარავი დუმილი, რაც
მაშინ ქართულ მედიაში იყო
გამეფებული. როდესაც ასეთ
ნაწამებ ადამიანთან
მიდიან ჟურნალისტები
ყველა ტელევიზიიდან და
ბოლოს არც ერთი, ერთი
პატარა ტელევიზიის გარდა,
არ აშუქებს ამ ფაქტს, ეს
ყველაზე მკაფიოდ
წარმოაჩენს რეჟიმის
შემზარავ სახეს, სადაც არ
არსებობდა ადამიანის არც
ერთი უფლება და
თავისუფლება. სიტყვის
თავისუფლება არათუ არ
არსებობდა, უარესი – მედია
მთლიანად რეჟიმის
სამსახურში იყო
ჩამდგარი,“-განაცხადა
სოზარ სუბარმა.