ამან გამოიწვია უფრო
მყარად დადგომა
საქართველოს მოქმედი
ხელისუფლების ირგვლივ.
შემჭიდროვდა ქართველი
ხალხი და გაიღვიძა მასში
სიამაყის გრძნობამ, რომ
ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა,
რომელსაც ასე მარტივად
სხვის ომში ჩაითრევენ,
უბრძანებენ რაღაცას, რისი
გაკეთებაც ჩვენი
ქვეყნისთვის არის
დამღუპველი , - განაცხადა
უმრავლესობის წევრმა
სოზარ სუბარმა გადაცემა
„იმედი LIVE“-ში.წამყვანმა
მას კომენტირება სთხოვა
„რადიო თავისუფლების“
ევროპის ბიუროს
რედაქტორის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაზე
და ჰკითხა, რა ეფექტი
შეიძლება ჰქონდეს
საქართველოს მოსახლეობაზე
გზავნილებს ბრიუსელიდან
ევროკავშირის
მაღალჩინოსნების
მხრიდან.„რადგან ოპოზიცია
მკვდარია და ყველამ იცის,
რომ ის არის აგენტურა,
არჩევნები ფაქტობრივად
ქვეყნის გარედან ტარდება.
მათთვის [გარე ძალების]
გასაოცრად, ამან გამოიწვია
საპირისპირო შედეგი.
ქართველმა ხალხმა დაინახა
საით მიაქანებენ ეს ძალები,
„გლობალურ ომის პარტიას“
რასაც ვუწოდებთ. დაინახეს
ისიც, თურმე როგორი ზეწოლის
გაძლება უხდებოდა
საქართველოს
ხელისუფლებას, რაც არ
ჩანდა, სანამ „ხალხის ძალა“
არ გამოვიტანდით და არ
გამოვააშკარავებდით. ამან
გამოიწვია უფრო მყარად
დადგომა საქართველოს
მოქმედი ხელისუფლების
ირგვლივ. შემჭიდროვდა
ქართველი ხალხი და
გაიღვიძა მასში სიამაყის
გრძნობამ, რომ ჩვენ არ ვართ
ის ქვეყანა, რომელსაც ასე
მარტივად სხვის ომში
ჩაითრევენ, უბრძანებენ
რაღაცას, რისი გაკეთებაც
ჩვენი ქვეყნისთვის არის
დამღუპველი და იმას
გაგვაკეთებინებენ. ასე რომ,
ამან გამოიწვია პირიქით
შედეგი და ეს პირიქით
შედეგი აისახება 26
ოქტომბერს საარჩევნო
ყუთებთან და დათვლებში, რაც
იქნება დაახლოებით 60%-ის
ფარგლებში. ეს არის ის
შედეგი, რომელთან
მიახლოებულიც კი „ქართულ
ოცნებას“ აქამდე არ მიუღია,
პროცენტებით თუ
ვისაუბრებთ“, - აღნიშნა
სუბარმა.ევროპული საბჭოს
სხდომაში მონაწილე
ევროკავშირის ქვეყნების
ლიდერებმა საქართველოს და
მოლდოვის შესახებ დასკვნა
დაამტკიცეს. ინფორმაციას
„რადიო თავისუფლების“
ევროპის ბიუროს რედაქტორი
რიკარდ იოზვიაკი
ავრცელებს.