სოზარ სუბარი: 23 ოქტომბერს ჩატარებულმა „ქართული ოცნების“ შეკრებამ აჩვენა ქართველი ხალხის საოცარი მობილიზება და საოცარი შემართება, ისეთი, რომლის მსგავსი 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა

Primetime.ge 2 თვის წინ 18
სოზარ სუბარი: 23 ოქტომბერს ჩატარებულმა „ქართული ოცნების“ შეკრებამ აჩვენა ქართველი ხალხის საოცარი მობილიზება და საოცარი შემართება, ისეთი, რომლის მსგავსი 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა
23 ოქტომბერს ჩატარებულმა „ქართული ოცნების“ შეკრებამ აჩვენა ქართველი ხალხის საოცარი მობილიზება და საოცარი შემართება, ისეთი, რომლის მსგავსი არ ყოფილა 2012 წლის შემდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.„23 ოქტომბერს, მთელი საქართველო იდგა ერთად სექტანტებისა და აგენტების გარდა. ეს ნიშნავს, რომ ხალხმა კარგად გაითავისა, რა საფრთხე გველის. ერი და ბერი, ეკლესია და ხელისუფლება, ყველა ერთად არის დღეს, რადგან საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას და ხაზგასმით ვიტყვი - საქართველოს გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ხვალ არჩევნები ისეთი შედეგით დასრულდება, სადაც აზრი არ ექნება გაყალბებაზე ლაპარაკს.26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია