სიღნაღში ვანო
სარაჯიშვილის სახელობის
საერთაშორისო ფესტივალი
დაფუძნდა. შესაბამისი
მემორანდუმი სიღნაღის
მუნიციპალიტეტის მერიასა
და თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიას შორის
გაფორმდა.დოკუმენტს ხელი
ცნობილი ქართველი
მუსიკოსის ვანო
სარაჯიშვილის დაბადებიდან
146 წლისთავთან
დაკავშირებულ საღამოზე
მოეწერა. ღონისძიებას
კახეთის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებული
გიორგი ალადაშვილი,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერ, მალხაზ ბეგიაშვილთან
და საკრებულოს
თავმჯდომარე, დავით
ჯანიკაშვილთან ერთად
დაესწრო.გაიმართა
კონცერტი ოპერის
მომღერლებისა და
ადგილობრივი
შემსრულებლების
მონაწილეობით, ასევე, ვანო
სარაჯიშვილის შესახებ
გადაღებული დოკუმენტური
ფილმის ჩვენება.ვანო
სარაჯიშვილის დაბადების 146
წლისთავთან დაკავშირებით
სიღნაღში მთელი დღის
განმავლობაში არაერთი
კულტურულ-შემეცნებითი
ღონისძიება გაიმართა.