საშვილოსნოს ყელის კიბოს
პრევენციის კვირეულის
ფარგლებში, თბილისში
გამართულ კონფერენციაზე,
რომელსაც ჯანდაცვის
მინისტრიც ესწრებოდა,
ჟურნალისტების ნაწილი
ტრანსპარანტებით მივიდა.
მათ მიხეილ სარჯველაძეს
მოსთხოვეს ინფორმაცია
"ბათუმელების"
დამფუძნებლის, მზია
ამაღლობელის
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით. იყო
სიტყვიერი დაპირისპირება.