ცვლილება შედის სისხლის
სამართლის კოდექსში.
კანონმდებლობაში ბრუნდება
სამშობლოს ღალატის მუხლი,
რომელიც „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ 2008 წლის
აგვისტოს ომამდე,
რამდენიმე თვით ადრე
გააუქმა.კანონში მუხლის
აღდგენის საკითხი,
პლენარულ სხდომაზე მეორე
მოსმენით 18 მარტს
განიხილეს. საკითხს
დეპუტატები მესამე
მოსმენით მომდევნო
კვირაში
განიხილავენ.მმართველი
გუნდი ამ მუხლის
მნიშვნელობაზე საუბრობს
და აცხადებს, რომ ყველა
ჩადენილ დანაშაულს თავისი
სახელი უნდა დაერქვას.