ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფი აქციის მონაწილეები, ბუზალაძის კონცერტზე მივიდნენ.
“სირცხვილია“, – სკანდირებენ აქტივისტები, რომლებსაც თან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.