სირიისა და საქართველოს
მიმართ აშშ-ს აქვს
სხვადასხვა სტანდარტი,
საქართველოში მათი
ინვესტიცია, გაწეული შრომა
და ჯაფა განუზომლად დიდია,
ვიდრე სირიაში, – ამის
შესახებ „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრმა, ლევან
სანიკიძემ
განაცხადა.ლევან
სანიკიძეს კითხვა დაუსვეს,
რამდენად სწორია აშშ-ის
გადაწყვეტილება
სირიისთვის სანქციების
მოხსნასთან
დაკავშირებით.„იმ
კატასტროფის შემდეგ, რასაც
ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმი
ერქვა, ბუნებრივია,
შეუძლებელია, დღეს სირიაში
ასე სწრაფად იყოს
დამყარებული დემოკრატია,
მაგრამ, რასაც ვუყურებ,
ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე
უკეთესი მდგომარეობა არის.
მათ ძალიან ბევრი და
სწორხაზოვანი ნაბიჯი აქვთ
გადასადგმელი, რათა
დემოკრატიული სახელმწიფო
გახდნენ. სანქციები
დაწესებული იყო
ბაშარ-ალ-ასადის
ავტოკრატიული დიქტატორული
რეჟიმისთვის, რომელიც
პირდაპირ ხვრეტდა
განსხვავებული მოსაზრების
ადამიანებს. ჩემი აზრით, ეს
არის აშშ-ის საგარეო
პოლიტიკის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება, რომ ისინი
შანსს მისცემენ, შანს
აძლევენ სირიის ახალ
ხელისუფლებას, რამენაირად
მოხდეს ამ სახელმწიფოს
დემოკრატიულ რელსებზე
შეყენება“, – განაცხადა
ლევან სანიკიძემ.როგორც
სანიკიძემ აღნიშნა, აშშ
საქართველოს არ უწესებს
სანქციებს, სანქციებს
უწესებენ „ქართულ
ოცნებას“.„საქართველოს არ
უწესებენ, უწესებენ
საქართველოს
ხელისუფლებას. ეს
კრიტიკული სხვაობაა.
ხელისუფლებას და
სახელმწიფოს შორის ძალიან
დიდი სხვაობაა.
სახელმწიფოსთვის
დაწესებული სანქციაა მე და
თქვენ რომ არ შეგვიშვან და
თქვან, საქართველოს
მოქალაქეებს აღარ ვიღებთო,
მაგრამ შალვა პაპუაშვილზე
თუ იტყვიან, არ ვუშვებთო, ეს
პრობლემა არაა ჩემთვის.
ქართული სახელმწიფო და
„ქართული ოცნება“ არის
სხვადასხვა. ისინი
სანქციებს უწესებენ
„ქართულ ოცნებას“, რათა
გადარჩეს ქართული
სახელმწიფო. ამ ვითარებაში
ჩემი და მათი აზრი ემთხვევა
ერთმანეთს. სირიის და
საქართველოს მიმართ აშშ-ს
აქვს სხვადასხვა
სტანდარტი. საქართველოში
მათი თუნდაც ინვესტიცია,
გაწეული შრომა და ჯაფა
არაღიარების
პოლიტიკასთან,
შეიარაღებული ძალების
შენებასთან, ევროპულ
ინტეგრაციასთან
დაკავშირებით არის
განუზომლად დიდი, ვიდრე
სირიაში. შესაბამისად,
სირიასთან მათ
სტრატეგიული პარტნიორობის
ხელშეკრულება არ ჰქონიათ
გაფორმებული, რაც
საქართველოსთან ჰქონდათ.
ჩვენ ერთ ნაბიჯში ვიყავით
2012 წელს აშშ-სთან
თავისუფალი ვაჭრობის
ხელშეკრულებასთან.
„მეგობარ აქტში“ რატომ
ხედავს „ქართული ოცნება“
მაინც და მაინც ცუდს, იქ
უვიზო მიმოსვლაზე,
თავისუფალ ვაჭრობაზე,
შეიარაღებული ძალების
გაძლიერებაზე არაა
საუბარი? რითაც თითოეული
ჩვენგანი იხეირებს. ირაკლი
ზარქუას თუ
დაასანქცირებენ, ამაზე
ნამდვილად ვერ ვიჯავრებ,
პირიქით, გამიხარდება“, –
განაცხადა ლევან
სანიკიძემ.