სიმონ ჯანაშია: ვცდილობთ გავაჩეროთ ეს დაქირავებული ადამიანები, წიხლები და მუშტები სტუდენტებს, მათ შორის გოგოებს რომ არ ურტყან

News.ge 7 საათი წინ 11
სიმონ ჯანაშია: ვცდილობთ გავაჩეროთ ეს დაქირავებული ადამიანები, წიხლები და მუშტები სტუდენტებს, მათ შორის გოგოებს რომ არ ურტყან
პროფესორი სიმონ ჯანაშია:
აი ეს ხალხი დაგვახვედრა კალაძემ და ოცნებამ, როდესაც მათ ოფისთან პროტესტს გამოვხატავდით. ამ ვიდეოში ვდგავართ Irakli Lomouri Levan Kalandarishvili Mamuka Lekiashvili და კიდევ რამდენიმე წესიერი ადამიანი და ვცდილობთ გავაჩეროთ ეს დაქირავებული ადამიანები, წიხლები და მუშტები სტუდენტებს, მათ შორის გოგოებს რომ არ ურტყან. კაცს უყვირი რომ გაჩერდეს, ერთხელ, მეორედ და საპასუხოდ მუშტს, წიხლს იღებ. რა ჰგონია ს, ივანიშვილს, კალაძეს და პაპუაშვილს, რომ ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნების გამოხატვის უფლებაზე ამ ხალხის შიშით უარს ვიტყვით?
ხვალაც მივალთ, ზეგაც და პასუხს არა მხოლოდ ოცნებას, არამედ პოლიციასაც მოვთხოვთ იმისთვის, რომ სპეციალურად კაციშვილი არ იყო, როდესაც ეს ეს ხალხი თავს დაგვესხა!
ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ მშვიდობიანები ვართ და ამ ძალადობას არ შევეგუებით!
სრულად წაიკითხეთ სტატია