სიმბოლიკა და ფიცის დადება
გამოხატავს შეუპოვრობასა
და ადამიანების სურვილს,
იბრძოდნენ თავიანთი
ქვეყნის დამოუკიდებლობისა
და თავისუფლებისთვის, –
ამის შესახებ „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
წევრმა, გიგი წერეთელმა
განაცხადა.მისივე თქმით, 9
აპრილთან დაკავშირებული
წლევანდელი შეკრება
ქვეყანაში მიმდინარე
პროტესტის ფონზე
განსაკუთრებულია.„9 აპრილს
ყოველთვის არის
ადამიანების შეკრება
გვიან ღამიდან. წლევანდელი
განსაკუთრებულია ამ
პროტესტის ფონზე, რომელიც
ქვეყანაშია. თავისი
სიმბოლური, მაგრამ
მნიშვნელოვანი დატვირთვით
გვიან ღამემდე იყვნენ
ადამიანები, შემდეგ
პანაშვიდი გადაიხადეს
დაღუპული ადამიანების
სულების მოსახსენიებლად.
დღეს დილითაც ძალიან ბევრი
ადამიანია. საპროტესტო
განწყობა არსებობს და 9
აპრილიც სწორედ იყო ძალიან
დიდი პროტესტის
გამოვლინება იმის მიმართ,
რაც მაშინ ქვეყანაში
ხდებოდა, რაც ჩვენი ქვეყნის
დამოუკიდებლობას ეხებოდა.
დღესაც ძალიან დიდი
საფრთხეა, რაც
საქართველოში ხდება. აქ
არიან პოლიტპატიმრების
მშობლები და ჩვენ ვხედავთ,
როგორია მათი განწყობა და
დამოკიდებულება ქვეყანაში
არსებულ ვითარებაზე და რაც
აუცილებლად უნდა
შეიცვალოს.ადამიანების
განწყობა ძალიან
კრიტიკულია და ჩვენ
ვხედავთ, რომ ამდენი დღეა
საქართველოში პროტესტია.
სიმბოლიკა, რომელიც აქ იყო,
ფიცის დადებაც და სხვაც,
სწორედ ამ სულისკვეთებას
გამოხატავს. შეუპოვრობას
და ადამიანების სურვილს,
რომ არ დაარღვიონ ის
პრინციპი, რაც დღეს ყველა
მოქალაქის ვალია, იბრძოდეს
თავისი ქვეყნის
დამოუკიდებლობისა და
თავისუფლებისთვის“, –
განაცხადა წერეთელმა.