„სიენენის“ წინასწარი
მონაცემებით, აშშ-ის
პრეზიდენტობის
რესპუბლიკელმა
კანდიდატმა, დონალდ
ტრამპმა ორ მერყევ შტატში
გაიმარჯვა, ხოლო სამში
ლიდერობს. მედიის
ინფორმაციით, ტრამპი
გამარჯვებულია ჩრდილოეთ
კაროლინასა და ჯორჯიაში.
პენსილვანიაში, სადაც
დათვლილია ხმების 93%, დონალდ
ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს
– 47,8%.არსებული ცნობით,
მიჩიგანში დათვლილია
ხმების 61%, ტრამპს აქვს 52%,
ხოლო ჰარისს – 46%. რაც
შეეხება ვისკონსინს,
დათვლილია ხმების 86%. ტრამპს
აქვს 51,2%, ჰარისს –
47,2%.„სიენენის“
ინფორმაციით, საარჩევნო
კოლეგიაში ახლა ტრამპს
აქვს 246 ხმა, ხოლო ჰარისს –
187.გამარჯვებისთვის
საჭიროა 270 ხმა. ამ
რაოდენობის ხმების
მოსაგროვებლად ტრამპს 3
მერყევი შტატიდან, სადაც ის
ამჟამად ლიდერობს, 2-ში
სჭირდება
გამარჯვება.ცნობისთვის,
აშშ-ის საარჩევნო
სისტემაში გადამწყვეტ
როლს საარჩევნო კოლეგია
თამაშობს, რომელშიც
თითოეული შტატის
წარმომადგენლობა
დამოკიდებულია
მოსახლეობის რაოდენობაზე.
საარჩევნო კოლეგიაში სულ 538
დელეგატია, ხოლო
არჩევნებში
გამარჯვებისთვის
პრეზიდენტობის კანდიდატმა
270 ხმა უნდა მოიპოვოს.