ჩინეთის პრეზიდენტმა, სი
ძინპინმა მიხეილ
ყაველაშვილს საქართველოს
პრეზიდენტის
თანამდებობაზე
ინაუგურაცია მიულოცა.სი
ძინპინმა აღნიშნა, რომ
ამჟამად
ჩინეთ-საქართველოს
არსებული სტრატეგიული
პარტნიორობა პოზიტიური
განვითარების დინამიკას
ინარჩუნებს.მისივე თქმით,
მხარეები განაგრძობენ
პოლიტიკური ურთიერთნდობის
განმტკიცებას და „ერთი
სარტყელი – ერთი გზის“
ინიციატივის ფარგლებში
თანამშრომლობა
ნაყოფიერია, საერთაშორისო
კოორდინაცია კი
ეფექტურია.„მე დიდ
მნიშვნელობას ვანიჭებ
ჩინეთ-საქართველოს
ურთიერთობების
განვითარებას და მზად ვარ,
ბატონ პრეზიდენტთან ერთად
ვიმუშაო ორი ქვეყნის
ტრადიციული მეგობრობის
გასაგრძელებლად, ორმხრივი
სარგებლის მომტანი
თანამშრომლობის
გასაღრმავებლად და
ჩინეთ-საქართველოს
ურთიერთობების უფრო მეტად
განსავითარებლად, რაც უკეთ
ემსახურება ორივე ქვეყნის
ხალხის კეთილდღეობას“, –
განაცხადა სი ძინპინმა.