სეტყვამ ახმეტის
მუნიციპალიტეტი
დააზარალა.ადგილობრივების
ინფორმაციით, ძლიერი ქარი
და სეტყვა დაახლოებით 20
წუთს გაგრძელდა და
სასოფლო-სამეურნეო
სავარგულები
დააზიანა.უხვი ნალექის
გატარება ვერ შეძლო
სანიაღვრე არხებმა, რის
გამოც სოფელ მატანსა და
ჩაჩხრიალოში დაიტბორა
რამდენიმე საცხოვრებელი
სახლის პირველი სართულები
და ეზოები.ახმეტის
მუნიციპალიტეტის მერის,
ალექსი ფიცხელაურის
განმარტებით, სტიქიით
მიყენებულ ზარალს
შესაბამისი სამსახურები
დაითვლიან.