სესხებზე წინსწრების საკომისიო მცირდება - ვის შეეხება ცვლილება

Primetime.ge 3 საათი წინ 7
სესხებზე წინსწრების საკომისიო მცირდება - ვის შეეხება ცვლილება
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ წესების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მოუწევთ. აღსანიშნავია, ისიც რომ ცვლილება შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.კერძოდ, სებ-ის ცნობით, 2025 წლის 1-ელი მაისიდან, ფიზიკური პირებისა და 2 მლნ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის, სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში, წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-ის ნაცვლად 0.5%-მდე მცირდება.ეროვნული ბანკის შეფასებითვე, ცვლილების შედეგად, ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი შემცირდება, რაც ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.
სრულად წაიკითხეთ სტატია