სეს-მა „სთრით ფუდ 125“-ის შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა – ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

News.ge 5 საათი წინ 2
სეს-მა „სთრით ფუდ 125“-ის შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა – ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სეს-მა „სთრით ფუდ 125“-ის შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა – ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ.თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).
შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით , აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა (SALMONELLA).
შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულიაღორის ხორცის ნიმუშები , რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება.

სრულად წაიკითხეთ სტატია