სენატორმა ლინდსი გრემმა,
შტატების მხრიდან
რუსეთისთვის სანქციების
დაწესება დააანონსა.
ტელეკომპანია ABC News-ის
ეთერში ამერიკელმა
კანონმდებელმა განაცხადა,
რომ ამისთვის დონალდ
ტრამპიც მზადაა.საქმე
ეხება გრემის ინიციატივას,
რომელიც რუსულ
პროდუქციაზე 500%-იან
ტარიფებს, ხოლო იმ
ქვეყნების მიმართ,
რომლებიც ამ დრომდე
ყიდულობენ რუსულ გაზსა და
ნავთობს, 70 %-მდე სანქციების
დაწესებას
ითვალისწინებს.„მან
მითხრა „დროა, ვიმოქმედოთ
და დავძრათ თქვენი
კანონპროექტი“. ივლისის
შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ
კანონპროექტს მივიღებთ.
მჯერა, პრეზიდენტი
კანონპროექტს ხელს
მოაწერს“, - განაცხადა
ლინდსი გრემმა.