ამერიკელი სენატორი ჯინ
შაჰინი აშშ-ის არჩეული
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის მიერ სახელმწიფო
მდივნის თანამდებობაზე
წარდგენილ მარკო რუბიოს
შეხვდა. შეხვედრაზე სხვა
საკითხებთან ერთად,
საქართველოზეც ისაუბრეს.
ამის შესახებ შაჰინი
სოციალურ ქსელში
წერს.სენატორი აღნიშნავს,
რომ მნიშვნელოვანი
შესაძლებლობა იყო,
რუბიოსთან განეხილა აშშ-ის
წინაშე მდგარი არაერთი
გლობალური გამოწვევა, მათ
შორის ჩინეთისა და რუსეთის
მხრიდან ეკონომიკური და
უსაფრთხოების
გამოწვევების დაძლევა,
უკრაინის მიმართ
ორპარტიული მხარდაჭერის
შენარჩუნება რუსეთის
არაპროვოცირებული შეჭრის
ფონზე და ახლო
აღმოსავლეთში არსებული
კონფლიქტების მოგვარება,
განსაკუთრებით სირიის
ყოფილი დიქტატორის, ბაშარ
ალ ასადის დამხობის
შემდეგ.„ჩვენ ასევე
განვიხილეთ საქართველოს
მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი
პოლიტიკის შენარჩუნების
მნიშვნელობა, აშშ-ის
ეკონომიკური
კონკურენტუნარიანობის
გაძლიერება უცხოეთში და ის,
რომ მსოფლიო მასშტაბით
თანამდებობები რაც
შეიძლება მალე შეივსოს
კვალიფიციური კარიერული
დიპლომატებით. სენატორ
რუბიოსთან ჩვენ წლები
ვთანამშრომლობდით, როგორც
აშშ-ის სენატის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
წევრები და მოუთმენლად
ველოდები ამ საკითხების
შემდგომ განხილვას, მისი
დამტკიცების მოსმენაზე“, –
წერს შაჰინი.