ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ
2026 წლის არჩევნებში
მონაწილეობას აღარ
მიიღებს, - ამის შესახებ
ამერიკის კონგრესის
სენატორი სოციალურ ქსელში
წერს."დიდი ფიქრის შემდეგ
ვაცხადებ, რომ მივიღე რთული
გადაწყვეტილება; არ
მივიღებ მონაწილეობას 2026
წლის სენატის არჩევნებში.
ჩვენ წინ გადაუდებელი
ამოცანები გველის, როგორც
აქ, სახლში, ასევე მთელ
მსოფლიოში. მიუხედავად
იმისა, რომ მე არჩევნებში
მონაწილეობას არ მივიღებ,
გადადგომას არ ვაპირებ", -
აღნიშნავს
შაჰინი.სენატორი
საქართველოს ხელისუფლების
მიმართ კრიტიკით
გამოირჩეოდა. 2024 წლის
გაზაფხულზე მან, ჯიმ რიშთან
ერთად, ქართველი
პოლიტიკოსების წინააღმდეგ
აშშ-ის სასანქციო
კანონპროექტიც
წარადგინა.გასულ წელსვე,
აგვისტოში, ის
საქართველოში იმყოფებოდა -
შეხვდა არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებს და
ჩავიდა ადმინისტრაციულ
გამყოფ ხაზთან.