პარლამენტის
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის,
ირაკლი ქადაგიშვილის
განცხადებით, ხდება საჯარო
სამსახურის ფუნქციების
უფრო დახვეწა, რათა საჯარო
სამსახური
შეესატყვისებოდეს იმ
პირობებს, რაც მას აქვს
განსახორციელებელი.ქადაგიშვილის
თქმით, ეს არის ჩვეულებრივი
ნაბიჯები, რათა ეფექტურად
მოხდეს საჯარო სამსახურის
მართვა.„პოლიტიკური დევნა
არ არის. ვინმე „საჯარო
სამსახურის შესახებ“
კანონს თუ არღვევს, მის
წინააღმდეგ შესაბამისი
ღონისძიებები გატარდება
და ეს პოლიტიკასთან
დაკავშირებული არანაირად
არ არის. აქამდე გვესმოდა
მავნე ნარატივი, რომ
ხელისუფლება არჩევნებს
საჯარო სამსახურში
დასაქმებული ადამიანების
გამო იგებს, რადგან
მთლიანად დამორჩილებული
ჰყავსო. თურმე, აღმოჩნდა,
რომ საჯარო სამსახური
სრულებითაც არ ჰქონია
დამორჩილებული, თუ ისევ მათ
პროპაგანდას მოვუსმენთ,
რომ ათასობით ადამიანის
სამსახურიდან გაშვება
ხდება. „ქართულ ოცნებას“
წმენდა არ ჩაუტარებია და
არც ატარებს, თუმცა კანონმა
ყველასთვის უნდა იმუშაოს,
როგორც საჯარო
მოსამსახურეებისთვის,
ასევე მოქალაქეებისთვის“,
– განუცხადა ირაკლი
ქადაგიშვილმა საქართველოს
პირველ არხს.