მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence
Unit-ის ექსპერტიზის შედეგები
გამოაქვეყნა.კვლევა
"კორუფცია საჯარო
მოხელეებს შორის", რომელიც
მსოფლიო მმართველობის
ინდიკატორების
მეთოდოლოგიით
გადამუშავდა, ქმნის
გლობალურ რეიტინგს
კორუფციის კონტროლის
მიმართულებით.საქართველომ
შეფასების 100%-იანი სკალიდან
75%-ი აიღო, რაც მისი
ისტორიული
მაქსიმუმია.მსოფლიო
რეიტინგში საქართველო 22-ე,
ხოლო ევროპაში მე-11
პოზიციაზე გავიდა.
შეფასების 11 წლიანი
გაუმჯობესებით,
საქართველო მსოფლიოში
პირველ ადგილზეა. ამ
პერიოდში, საქართველომ
შეფასების ქულა 50
პროცენტული პუნქტით
გაიუმჯობესა.2012 წელს
საქართველოს შეფასების
100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25%
ჰქონდა მინიჭებული, 25
პროცენტული პუნქტით
ჩამორჩებოდა ბელარუსს და
მსოფლიო რეიტინგში 71-ე
ადგილზე იყო განწესებული.
დღეს, საქართველო
რეიტინგში უსწრებს
ევროკავშირის კანდიდატ
ყველა ქვეყანას, ნატოს და
ევროკავშირის წევრ 19
სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია:
ავსტრია, პორტუგალია,
ესპანეთი, იტალია,
კვიპროსი, უნგრეთი,
ლიეტუვა, ლატვია,
სლოვაკეთი, პოლონეთი,
საბერძნეთი, ხორვატია,
ჩრდილოეთ მაკედონია,
რუმინეთი, მალტა,
მონტენეგრო, თურქეთი,
ბულგარეთი, ალბანეთი.
საქართველომ რეიტინგში
თანაბარი შეფასება მიიღო
ისეთ მოწინავე ქვეყნების
გვერდით როგორიცაა
ისლანდია, ირლანდია,
ბელგია, საფრანგეთი,
იაპონია, შეერთებული
შტატები, ესტონეთი, ჩეხეთი
დ ა.შ.საქართველო ლიდერია
კავკასიასა და
შავიზღვისპირეთში,
ამასთან პოსტსაბჭოთა
სივრცეშიც ესტონეთთან
ერთად პირველ ადგილზეა.