საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდზე: ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ“ და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას - დავით ქართველიშვილი

Primetime.ge 2 კვირის წინ 7
საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდზე: ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ“ და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას - დავით ქართველიშვილი
„გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული“, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით 11 დეკემბერს დაგეგმილ საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდს ეხმიანება.დავით ქართველიშვილი მოუწოდებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს - არ გამოეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული ვაკანსია.„11 დეკემბერს, 20:00 საათზე დაანონსებულია საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდი სავარაუდოდ „თავისუფლების მოედნიდან“ - „ელექტროდეპომდე“. ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ“ და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას. გააპროტესტებენ საჯარო სექტორის ყველა სფეროში მოკალათებულ „ლატენტურ“ ნაც-რეკომენდატორებთან ღია ურთიერთობების გაუმჟღავნებლობით გამოწვეულ ძლიერ სულიერ ტკივილს.გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული“, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უკანასკნელთა რაოდენობა ათობით ათასობით ჩვენს მოქალაქეს მოიცავს - კონტრ-აქციის მასშტაბურობის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ გამოთავისუფლებულ ასობით ვაკანსიებს ტელევიზორიდან ვადევნოთ თვალი.P.S.: შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან თხოვნა - არ გამოგეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული ვაკანსია! წინასწარ დიდი მადლობა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია