სურსათის უვნებლობის
სპეციალისტი ირაკლი
არაბული, ,,პრაიმტაიმთან“
საუბრისას ამბობს, რომ
სახლში მომზადებული
პასკის შენახვა 2-3 დღის
განმავლობაშია
შესაძლებელი. ,,ქარხნული
წარმოების შემთხვევაში
პასკის შენახვა
შესაძლებელია ერთი თვის
განმავლობაში, ეს იმ
შემთხვევაში როცა
დანამატები და
კონსერვანტები აქვს. ხოლო
სახლის პირობებში
დამზადებული პასკის
შენახვის შესაძლებელია 2-3
დღის განმავლობაში, რადგან
ნოტიო გამოდის ასეთი პასკა
და შიგნით ტენიანობა
მაღალია“, - ამბობს ირაკლი
არაბული.