ახალი კვლევის თანახმად,
თქვენს სახლში არსებული
გაზქურები შეიძლება
გამოყოფდეს კიბოს
გამომწვევი რაოდენობის
ტოქსიკურ ქიმიურ
ნივთიერებებს. კვლევა
ფოკუსირებული იყო
ბენზოლზე, რომელიც
ბუნებრივი აირის, იგივე
პროპანის წვის შედეგად
წარმოიქმნება და ისედაც
ცნობილია, რომ ზრდის კიბოს
რისკს.სტენფორდის
უნივერსიტეტის მკვლევართა
ჯგუფმა 87 სახლში გაზომა
გაზქურიდან ბენზოლის
გამოყოფის მაჩვენებელი;
ასევე შეისწავლეს ამ აირის
მოძრაობა და ჩაატარეს
კომპიუტერული მოდელები
იმის შესახებ, თუ როგორ
შეიძლება ვრცელდებოდეს
ბენზოლი.როგორც
მონაცემებმა აჩვენა, იმ
სახლებში, სადაც გაზქურები
ბევრ ბენზოლს გამოყოფს და
ცუდი ვენტილაცია აქვთ,
ბენზოლით გამოწვეული
კიბოს რისკი
მნიშვნელოვნად მომატებული
აღმოჩნდა, განსაკუთრებით
ბავშვებში, რომლებშიც
სიცოცხლის განმავლობაში
კიბოს რისკი 1,85-ჯერ იზრდება,
ვიდრე
ზრდასრულებში.„ბუნებრივი
აირისა და პროპანის
გაზქურები წვის გზით
ბენზოლს გამოყოფს — ცნობილ
კანცეროგენს. ამ კვლევაში
შევაფასეთ ბენზოლის
ზემოქმედება მოსახლეობის
დონეზე და მასთან
დაკავშირებული
ჯანმრთელობის რისკები 6,3
მილიონ ამერიკელში,
რომლებიც ბენზოლის
გამომყოფი ტოპ 5 პროცენტი
გაზქურების ზემოქმედების
ქვეშ იმყოფებიან“, — წერენ
მკვლევრები.კვლევამ
მრავალი მონაცემი დადო.
კიბოს რისკი ყველაზე
მაღალი იყო ბინებსა და
პატარა სახლებში, სადაც
ბენზოლი ხშირად საძინებელ
ოთახებშიც აღწევდა, რაც
საფრთხეს კიდევ უფრო
ზრდის.ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის თანახმად,
ბენზოლის ზემოქმედებისგან
კიბოს რისკი მილიონში
ერთია — ანუ, თუკი მილიონი
ადამიანი აღმოჩნდება ამ
მაჩვენებლით ზემოქმედების
ქვეშ, ამის გამო შეიძლება
ერთ ადამიანს
განუვითარდეს კიბო.ახალმა
ანალიზებმა აჩვენა, რომ
ბენზოლის ყველაზე მეტად
გამომყოფი გაზქურების
მქონე სახლებში, საძინებელ
ოთახებში შესული ბენზოლის
ზემოქმედებით ბავშვებში
კიბოს რისკი ცხოვრების
განმავლობაში არის 1,92 – 12,03
ბავშვი მილიონში,
ზრდასრულებში კი 0,94 – 5,89
ადამიანი მილიონში. ეს
მაჩვენებელი გაცილებით
მაღალია ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის
მიერ რეკომენდებულ
დონეზე.მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ
ყველაზე უარესი სცენარები
— ბენზოლის ყველაზე მაღალი
მაჩვენებლით გამოყოფისა
და ყველაზე დაბალი დონის
ვენტილაციის პირობებში;
მაგრამ შედეგები
წარმოაჩენს საფრთხეებს,
განსაკუთრებით
ბავშვებისთვის, რომლებსა
სხეულის დაბალი წონა და
სუნთქვის სწრაფი
მაჩვენებლები აქვთ.„ეს
მაჩვენებლები შეიძლება
ძლიერ იყოს დამოკიდებული
სახლის ზომაზე, ამინდის
გარემოებებზე, გაზქურის
თავსახურებისა და
ვენტილაზიის
გამოყენებაზე, სახლის სხვა
ფაქტორებზე, გაზქურების
გამოყენების სიხშირესა და
ხანგრძლივობაზე;
ცვალებადია ადამიანიდან
ადამიანში, პირის
მეტაბოლური და სხვა
ფიზიოლოგიური
მახასიათებლების
გათვალისწინებით“, — წერენ
მკვლევრები.ეს ამ კვლევის
კარგი ამბავია.
ვენტილაციის გაუმჯობესება
(უბრალოდ ფანჯრის გახსნაც
კი) და გაზქურის
გამოყენების სიხშირის
შემცირება შედეგებში დიდ
სხვაობას იძლევა და
მკვლევრებს სურთ, რომ
გაიზარდოს ცნობადობა ამის
შესახებ.მკვლევრებმა
დასკვნები გარკვეულწილად
გამოსადეგ კონტექსტშიც
დადეს: აშშ-ში ადამიანები
დროის საშუალოდ 90 პროცენტს
დახურულ სივრცეებში
ატარებენ; ამავე დროს
იზრდება სახლიდან
მომუშავეთა რაოდენობა და
შიდა სივრცეების ჰაერის
დაბინძურება უდავოდ
საჭიროებს მეტ
კვლევას.კვლევა Journal of Hazardous
Materials-ში
გამოქვეყნდა.მომზადებულია
ScienceAlert-ის მიხედვით.ავტორი:
მიხეილ ჭაბუკაშვილი