დღეს საკანონმდებლო
ორგანო, პლენარულ სხდომაზე,
სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის გენერალური
აუდიტორის თანამდებობაზე
ასარჩევად გიორგი
გაბიტაშვილის
კანდიდატურაზე იმსჯელებს
და კენჭს უყრის.გენერალურ
აუდიტორს, ქვეყნის პირველი
კანონმდებლის
წარდგინებით, პარლამენტი 5
წლის ვადით ირჩევს. გიორგი
გაბიტაშვილის
კანდიდატურას აფასებენ
მმართველ გუნდში და
ამბობენ, რომ მისი ცოდნა და
გამოცდილება აუდიტის
სამსახურს კიდევ უფრო
გააძლიერებს.„ქართულ
ოცნებაში“ აცხადებენ, რომ
ხელისუფლების ერთ-ერთი
სტრატეგიული მიზანი
კორუფციასთან ბრძოლაა და
ამ მხრივ გენერალურ
აუდიტორს უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭება.