სახეზე გვაქვს მაღალი
ეკონომიკური ზრდა, გვაქვს
სწორი ეკონომიკური
პოლიტიკა, - განაცხადა
ფინანსთა მინისტრის
მოადგილემ მიხეილ
დუნდუამ.ის ინფლაციის
დონესთან დაკავშირებით,
საქსტატის ინფორმაციას
გამოეხმაურა, რომლის
მიხედვითაც 2024 წლის
დეკემბერში, წინა თვესთან
შედარებით, ინფლაციის
დონემ საქართველოში 0.7%,
ხოლო წლიური ინფლაციის
დონემ 1.9% შეადგინა.„დაბალი
ინფლაცია და მაღალი
ეკონომიკური ზრდა არის ის
მიზანი, რასაც ეწოდება
ეკონომიკური პოლიტიკის
სწორად წარმართვა. სახეზე
გვაქვს მაღალი
ეკონომიკური ზრდა, გვაქვს
სწორი ეკონომიკური
პოლიტიკა და საერთაშორისო
სავალუტო ფონდის
კლასიფიკაციით, 5 წლიანი
გაუმჯობესებით ერთ სულ
მოსახლეზე რეალური
ეკონომიკის და
მსყიდველობით უნარიანი
ეკონომიკის 5 წლიანი
გაუმჯობესებით საქართველო
არის მსოფლიოში მეორე
ადგილზე, აღმოსავლეთ
ნახევარსფეროში არის
პირველ ადგილზე, რაც ძალიან
დიდი მიღწევაა. საქართველო
გააგრძელებს მომდევნო
წლებშიც მაღალი
ეკონომიკური ზრდის
დემონსტრირებას“, -
განაცხადა მიხეილ დუნდუამ.