სახალხო დამცველმა, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში, 1 დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა

Primetime.ge 4 თვის წინ 83
სახალხო დამცველმა, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში, 1 დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში 1 დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა.ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულებს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. მისივე თქმით, მსგავსი სურათი დახვდა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც.„ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას მოქალაქეების დაკავების მომენტში, ხოლო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასეთ შემთხვევებზე დროული რეაგირება იქონიოს“.- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია