2025 წლის 22 იანვარს
საქართველოს სახალხო
დამცველი ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა
კომისარს მაიკლ ო'ფლაერტის
შეხვდა.შეხვედრაზე
საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვის კუთხით
არსებული მდგომარეობა,
შეკრებისა და გამოხატვის
თავისუფლების დაცვის
ხარისხი, საპროტესტო
აქციების დაშლისას
სამართალდამცველების
მხრიდან გამოყენებული
არაპროპორციული ძალის,
ძალადობისა და
არასათანადო მოპყრობის
ფატები
განიხილეს.შეხვედრას
ესწრებოდნენ სახალხო
დამცველის მოადგილეები
თამარ გვარამაძე და ელენე
ღუდუშაური, ასევე,
ადამიანის უფლებათა
კომისრის ოფისის
დირექტორი ჯანკარლო
კარდინალე და კომისრის
მრჩევლები აგატა ნიებოი და
როემერ ლემეტრი.