იწყება 71-ე ეტაპი სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია
II-ს მიერ ახალდაბადებული
მესამე და შემდგომი
ბავშვის მონათვლისა, -
ინფორმაციას საპატრიარქო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
ნათლობის მსურველთა
რეგისტრაცია იწარმოებს
საქართველოს
საპატრიარქოში, 24
თებერვლიდან 28 თებერვლის
ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00
საათამდე.„რეგისტრაციის
მსურველებმა თან უნდა
იქონიონ:მშობლების
პირადობის მოწმობების
ასლები;მშობლების
ჯვრისწერისა და
ქორწინების მოწმობების
ასლები;შვილების
დაბადებისა და ნათლობის
მოწმობების ასლები“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.