გარემოს ეროვნული
სააგენტო მოსახლეობას,
დღეს საღამოს ამინდის
გაუარესების შესახებ
აფრთხილებს:„2 მაისის დღის
ბოლოდან 3 მაისის დღის
ბოლომდე საქართველოში,
ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის
დილამდე ქვეყნის
აღმოსავლეთ ნაწილში,
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია
ელჭექი, სეტყვა და ქარის
გაძლიერება. მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა
მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე საშუალო)“,-
წერია გავრცელებულ
ინფორმაციაში.