სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის წინასწარი
მონაცემებით, 2025 წლის
იანვარ-თებერვალში
საქართველოში საქონლით
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ,
არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე, 3 564.0
მილიონი აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე 15.4 პროცენტით
მეტია.აქედან, საქსტატის
ცნობით, ექსპორტი 835.4
მილიონი აშშ დოლარი იყო,
ანუ გაიზარდა 4.0 პროცენტით,
ხოლო იმპორტი 2 728.6 მილიონი
აშშ დოლარი – ზრდამ 19.5
პროცენტი
შეადგინა.უარყოფითმა
სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის
იანვარ-თებერვალში 1 893.3
მილიონი აშშ დოლარი
შეადგინა, რაც საგარეო
სავაჭრო ბრუნვის 53.1
პროცენტია.