საქართველოს სტატისტიკის
ეროვნულმა სამსახურმა 2022
წლიდან ახალი ინდიკატორის,
სამომხმარებლო ფასების
ჰარმონიზებული ინდექსის
გამოქვეყნება
დაიწყო.საქსტატის ცნობით,
ამ მეთოდოლოგიით, 2025 წლის
იანვარში ინფლაციამ 2.4
პროცენტი შეადგინა, რაც 0.4
პროცენტით მეტია ეროვნული
მეთოდოლოგიით
დაანგარიშებულ
2.0-პროცენტიან
ინფლაციაზე.ცალკეულ
კომპონენტებს რაც შეეხება,
ევროკავშირის HICP
მეთოდოლოგიით, პროცენტული
ცვლილება 2023 წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით ასე
ნაწილდება: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები – 2.8%;
ალკოჰოლური სასმელები,
თამბაქო – 6.3%; ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი – -2.0%;
საცხოვრებელი სახლი, წყალი,
ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები – 0.7%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები და
მორთულობა, სახლის
მოვლა-შეკეთება – -1.3%;
ჯანმრთელობის დაცვა – 4.5%;
ტრანსპორტი – -0.9%;
კავშირგაბმულობა, – -12.1%;
დასვენება, გართობა და
კულტურა – 3.0%; განათლება – 5.5%;
სასტუმროები, კაფეები და
რესტორნები – 7.8%;
სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება – 6.7%.