საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.
2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; სამთომოპოვებითი მრეწველობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/04/2025 – საქსტატი: 2025 წლის მარტში მშპ 9%-ით გაიზარდა
- 21/03/2025 – საქსტატი: 2024 წლის მეოთხე კვარტალში მშპ 8.3%-ით გაიზარდა
- 28/02/2025 – საქსტატი: 2025 წლის იანვარში მშპ 11.1%-ით გაიზარდა
- 19/12/2024 – საქსტატი: 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ 11%-ით გაიზარდა