სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, 2024
წლის ოქტომბერში
სამრეწველო პროდუქციის
მწარმოებელთა ფასების
ინდექსი, წინა თვესთან
შედარებით, 0.1 პროცენტით
შემცირდა, ხოლო წინა წლის
შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა
ინდექსის 6.8-პროცენტიანი
მატება.საქსტატის ცნობით,
2024 წლის სექტემბერთან
შედარებით, ფასები 4.6
პროცენტით გაიზარდა
სამთო-მოპოვებითი
მრეწველობისა და
კარიერების დამუშავების
ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული
პუნქტით იქონია ზეგავლენა
ჯამური ინდექსის
ცვლილებაზე. ამავე
პერიოდში ფასები -0.8
პროცენტით შემცირდა
დამამუშავებელი
მრეწველობის პროდუქციის
ჯგუფზე, რამაც -0.62
პროცენტული პუნქტი
შეიტანა მთლიანი ინდექსის
ცვლილებაში.ჯგუფში
შემავალი პროდუქტებიდან
აღსანიშნავია ფასების -3.5
პროცენტიანი კლება კვების
პროდუქტებზე. გარდა ამისა,
ფასების 2.1-პროცენტიანი
ზრდა დაფიქსირდა
ელექტროენერგიის, აირის,
ორთქლის და კონდიცირებული
ჰაერის ჯგუფზე, რომლის
წვლილმაც თვის ჯამური
ინდექსის ცვლილებაში 0.22
პროცენტული პუნქტი
შეადგინა.„12-თვიან
პერიოდში ინდექსის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი
მრეწველობა და კარიერების
დამუშავება: ფასები
გაზრდილია 29.7 პროცენტით,
რაც მთლიანი ინდექსის
ცვლილებაზე 1.7 პროცენტული
პუნქტით აისახა. ჯგუფში
აღსანიშნავია ფასების
მატება ლითონის მადნებზე
(35.9 პროცენტი);
დამამუშავებელი
მრეწველობის პროდუქცია:
ფასები გაიზარდა 5.3
პროცენტით, რამაც მთლიანი
ინდექსის ზრდაზე 4.32
პროცენტული პუნქტით
მოახდინა გავლენა. ფასები
გაიზარდა შემდეგ
ქვეჯგუფებზე: კვების
პროდუქტები (6.6 პროცენტი) და
ძირითადი ლითონები (11.8
პროცენტი); ელექტროენერგია,
აირი, ორთქლი და
კონდიცირებული ჰაერი:
ფასები გაიზარდა 4.4
პროცენტით, რამაც მთლიანი
ინდექსის წლიურ
ცვლილებაზე 0.54 პროცენტული
პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება,
კანალიზაცია, მომსახურება
ნარჩენების მართვით და
რეკულტივირებით: ფასები
გაიზარდა 10.9 პროცენტით,
რამაც მთლიან ინდექსზე 0.26
პროცენტული პუნქტით
იქონია გავლენა“ –
აღნიშნულია საქსტატის
მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშში.