საქსტატი: 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ 11%-ით გაიზარდა

Civil Georgia 3 დღის წინ 7
საქსტატი: 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ 11%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11%-ით გაიზარდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (30.9%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11.0%); განათლება (35.6%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9%); სახელმწიფო მმართველობა (14.7%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6%).

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია