გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
ველური ბუნების ეროვნული
სააგენტოს ინიციატივით,
„სახეობათა აღდგენის
ეროვნული გეგმის“
ფარგლებში, ალგეთის
ეროვნულ პარკში
კეთილშობილი ირმის (Cervuselaphusmaral)
საშენი მეურნეობა გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი და
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრი
დავით სონღულაშვილი
დაესწრნენ.„ეს მართლაც
ისტორიული ნაბიჯია
საქართველოს
ბიომრავალფეროვნების
დაცვის მიმართულებით.
კეთილშობილი ირმის
აღდგენის პროგრამის
გრძელვადიანი მიზანია
ქვეყნის მასშტაბით
სიცოცხლისუნარიანი და
მდგრადი პოპულაციების
შექმნა, ჩვენი
ვალდებულებაა, მომავალ
თაობებს შევუნახოთ ის
ბუნებრივი სიმდიდრე,
რომელიც საუკუნეების
განმავლობაში აყალიბებდა
საქართველოს უნიკალურ
ეკოსისტემას“, - აღნიშნა
დავით
სონღულაშვილმა.საშენი
მეურნეობა, რომელიც
კავკასიის მასშტაბით
ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ
ფართობზეა გადაჭიმული.
ტერიტორია სრულად
შემოღობილია და
აღჭურვილია თანამედროვე
მონიტორინგის სისტემებით,
მათ შორის
ფოტოხაფანგებითა და
სატელიტური
საყელურებით.„საქართველოს
დამოუკიდებლობის პერიოდში
პირველად ხდება წითელ
ნუსხაში შეტანილი
კავკასიური ირმის აღდგენა.
ეს არის სახეობების
აღდგენის პროგრამის
ნაწილი, რომელიც ბოლო
პერიოდში საქართველოში
ინტენსიურად
მიმდინარეობს“, - განაცხადა
შალვა პაპუაშვილმა.ველური
ბუნების ეროვნული
სააგენტოს უფროსის, რევაზ
ბეჟაშვილის განცხადებით,
მეურნეობაში შექმნილია
ხელსაყრელი პირობები
ირმების გამრავლებისა და
გარემოსთან
ადაპტაციისთვის.„სპეციალურად
მოწყობილ გარემოში
შეგვიძლია დეტალურად
შევისწავლოთ ირმების
ქცევა, სოციალური დინამიკა
და ადაპტაციის ეტაპები. ეს
ინფორმაცია მოგვცემს
შესაძლებლობას, ვაწარმოოთ
სახეობის ბუნებაში
დაბრუნების პროცესი“, -
განაცხადა რევაზ
ბეჟაშვილმა.ღონისძიების
ფარგლებში, ალგეთის
ეროვნული პარკის დაცული
ტყის მონაკვეთში
კეთილშობილი ირმის 7
ინდივიდი - 5 ფური და 2
ხარირემი გაუშვეს,
რომლებიც თბილისის
ზოოპარკში არიან
გამრავლებულები.
პროგრამის პირველ ეტაპზე
მათი რიცხვი 15-მდე
გაიზრდება. სტაბილური და
მზარდი პოპულაციის
ჩამოყალიბების შემდეგ,
კეთილშობილი ირმის
ინდივიდების ველურ
ბუნებაში გაშვება
თანდათანობით
მოხდება.ალგეთის ეროვნული
პარკი ამ პროგრამისთვის
მიზანმიმართულად შეირჩა -
ტერიტორია მდებარეობს
კავკასიონის შუაგულში,
სადაც ბუნებრივი
ჰაბიტატები, ეკოლოგიური
დერეფნები და მაღალი
დაცულობის ხარისხი ქმნის
ოპტიმალურ პირობებს
როგორც პოპულაციის
აღსადგენად, ისე მის
დასაცავად.