საქართველოში ჩატარდა
ელექტრონული არჩევნები და
ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ
რაოდენობის ბიულეტენს, რომ
არჩევნებზე გავლენა
მოეხდინა, - ასე უპასუხა
„ქრონიკასთან“ საუბრისას
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა საფრანგეთის
პრეზიდენტის, ემანუელ
მაკრონის
განცხადებას.მაკა
ბოჭორიშვილის თქმით,
ზოგადად, ძალიან
სამწუხაროა, როდესაც
არასწორი ინფორმაციების
საფუძველზე იქმნება
არასწორი
აღქმები.„საქართველოში
ჩატარდა ელექტრონული
არჩევნები და ვერავინ
ჩატენიდა ყუთში იმ
რაოდენობის ბიულეტენს, რომ
არჩევნებზე გავლენა
მოეხდინა. ესეც ალბათ მან
უნდა იცოდეს. თუ არ იცის, ეს
ალბათ საფრანგეთის ელჩს
უნდა ვკითხოთ რამდენად
სწორად ახდენს
ინფორმირებას საკუთარი
ხელისუფლების
საქართველოში მიმდინარე
პროცესებთან
დაკავშირებით.ზოგადად,
ძალიან სამწუხაროა,
როდესაც არასწორი
ინფორმაციების საფუძველზე
იქმნება არასწორი
აღქმები“, - აღნიშნა მაკა
ბოჭორიშვილმა.საფრანგეთის
პრეზიდენტმა, ემანუელ
მაკრონმა განაცხადა, რომ 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებში რუსეთი იყო
ჩარეული.