"საქართველოს ავიაბაზარზე
მსოფლიოს ერთ-ერთი
წამყვანი ავიაკომპანია Etihad
Airways-ი შემოდის. ეს ჩვენი
ქვეყნის მორიგი წარმატება
და სწორი ეკონომიკური, მათ
შორის დივერსიფიკაციის
პოლიტიკის შედეგი და
საავიაციო ინდუსტრიის
აღიარებაა. საქართველოში
ასეთი ძლიერი
საერთაშორისო ბრენდული
ავიაკომპანიის შემოსვლა
კიდევ უფრო გაამყარებს
ქვეყნის ცნობადობას და
ხელს შეუწყობს ტურიზმის
სექტორის მეტად
განვითარებას", - განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
მარიამ
ქვრივიშვილმა.არაბთა
გაერთიანებული
საამიროების
ავიაკომპანიის აბუ
დაბი-თბილისი-აბუ დაბის
საჰაერო ხაზზე ოპერირების
დაწყება 2026 წლის 1 მარტიდან,
კვირაში 14 სიხშირით
იგეგმება. დღეის
მდგომარეობით
საქართველოსა და არაბთა
გაერთიანებულ საამიროებს
შორის ფრენებს
ახორციელებენ
ავიაკომპანიები Fly Dubai, Air Arabia, Air
Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში
დაახლოებით 49 სიხშირით.
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
შეფასებით, ავიაკომპანია
Etihad Airways-ის საქართველოს
ბაზარზე შემოსვლა
მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს როგორც საქართველოსა
და არაბთა გაერთიანებულ
საამიროებს შორის, ისე
მთლიანად საქართველოსა და
ყურის ქვეყნებს შორის
მგზავრთნაკადის
ზრდას."ჩვენ მჭიდრო
სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობა გვაქვს არაბთა
გაერთიანებულ
საამიროებთან და Etihad Airways-ის
შემოსვლა კიდევ უფრო
შეუწყობს ხელს
თანამშრომლობის
გაღრმავებას და
მსყიდველუნარიანი
ტურისტული ნაკადების
ზრდას. შესაბამისად, ეს
დადებითად აისახება
ტურიზმისა და ტურიზმიდან
მიღებული შემოსავლების
ზრდაზე. ყურის ქვეყნები
ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადი
ავია-მიმართულებაა,
შესაბამისად, Etihad Airways-ის
ავიარესიები დამატებითი
სტიმული იქნება არამარტო
ავია, არამედ საქართველოს
ტურისტული სექტორისთვისაც
და შედეგად მთელი
ეკონომიკისთვის. ჩვენი
გუნდი კი მაქსიმალურად
შევუწყობთ ხელს, რომ ჩვენი
თანამშრომლობა და
ავიაკომპანიის
საქართველოში ოპერირება
წარმატებული იყოს“, -
აღნიშნა მარიამ
ქვრივიშვილმა.აღსანიშნავია,
რომ დღეს საქართველოში
რეკორდული რაოდენობა - 70-ზე
მეტი ავიაკომპანია
ოპერირებს მსოფლიოს
მასშტაბით 110-ზე მეტი
მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
ინფორმაციით, საქართველო
ბაზარზე ახალი
ავიაკომპანიების მოზიდვის
მიზნით მარკეტინგული
კამპანიების წარმოება
მომავალშიც აქტიურად
გაგრძელდება.ინფორმაციას
საქართველოს ეკონომიკის
სამინისტრო ავრცელებს.