საქართველოში
კანონმდებლობის მიღება და
შესაბამისი ქმედებების
განხორციელება, ქვეყანაზე
ზრუნვა არის მხოლოდ და
მხოლოდ ქართველი ხალხის
გადასაწყვეტი და ქართველი
ხალხის მიერ ლეგიტიმურად
არჩეული ხელისუფლების
გადასაწყვეტი, - განუცხადა
„ქრონიკას“ საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
პირველმა მოადგილე არჩილ
გორდულაძემ გერმანიის
ბუნდესტაგის მიერ
საქართველოსთან
დაკავშირებით მიღებულ
რეზოლუციაზე.„ყველას
მოვუწოდებთ, რომ არ ჩაერიონ
ჩვენ ქვეყანაში.
განსაკუთრებით, არ
გააკეთონ ისეთი
განცხადებები, რაც ქართველ
ხალხში გააჩენს განცდას,
რომ ევროკავშირი იქნება თუ
მაგალითად, გერმანია და
ლგბტ პროპაგანდა,
ერთმანეთთან ტოლობის
ნიშნით არის
დაკავშირებული.ეს, რა თქმა
უნდა, ასე არ არის და
შესაბამისად, ყველამ უნდა
გაითავისოს, რომ იყვნენ
ძალიან ფრთხილები“, -
აღნიშნა არჩილ
გორდულაძემ.გერმანიის
ბუნდესტაგმა მიიღო
რეზოლუცია, სადაც
გაკრიტიკებულია „ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ“ და „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონები.