რა კავშირს ხედავს
მმართველი გუნდი თბილისში
მიმდინარე საპროტესტო
აქციებსა და 2013 წელს
უკრაინაში მიმდინარე
პროცესებს შორის -
პრემიერ-მინისტრის
განცხადებას "მაიდნის
სცენართან" დაკავშირებით
აფასებენ ოპოზიციაში,
სადაც მიიჩნევენ, რომ
პროტესტი არის სახალხო და
მათი მიზანი ქვეყნის
ევროპული ვექტორის
დაცვაა.უმრავლესობაში კი
აცხადებენ, რომ ოპოზიციისა
და სალომე ზურაბიშვილის
დღის წესრიგი არეულობას და
სწორედ მაიდნის სცენარის
განმეორებას ემსახურება.
მმართველ გუნდში ასევე
ამბობენ, რომ დღევანდელი
მთავრობა არეულობის
საშუალებას არავის
მისცემს."რა თქმა უნდა,
მაიდანიზაცია არის მათი
მთავარი გეგმა, მთლიანი
დღის წესრიგი რადიკალური
ოპოზიციის და თავიანთი
პრეზიდენტის და ამ
გარკვეული ნაწილი ეროპელი
პოლიტიკოსების, არის
მთლიანად მომართული ასეთი
ქმედებებისკენ.
საქართველოში იგივე
გაიდლაინით ვერ იმოქმედებ
როგორც ან თუნდაც რეგიონში,
ან მსოფლიოში. ჩვენ ვართ
სხვანაირი ხალხი, ჩვენ ვართ
ღირსეული ხალხი, ძალიან
გამოცდილი ხალხი და ბევრად
კარგად ვაზროვნებთ, ვიდრე
ბევრს ეს წარმოუდგენია,
შესაბამისად, აქ მაიდანი
ვერანაირად ვერ მოხდება", -
აცხადებს პარლამენტის
ფრაქცია "ქართული ოცნების"
წევრი ლევან მაჭავარიანი.