„საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 96 000 ლარამდე სესხი მოდის“ – მარიამ ჯანიაშვილი

News.ge 4 საათი წინ 2
„საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 96 000 ლარამდე სესხი მოდის“ – მარიამ ჯანიაშვილი

„სოციალური შედეგები არის მრავალგვარი და მხოლოდ საცხოვრისის დაკარგვას არ გულისხმობს“ – როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ ჯანიაშვილმა ისაუბრა, ჭარბვალიანობის სოციალური შედეგები შეიძლება იყოს ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა, ემიგრაციაში წასვლა და ა.შ.
„ჭარბვალიანობის შედეგია ემიგრაციაში წასვლა, ოჯახების დანგრევა, ფიზიკური და ფსიქიკურ პრობლემებში და ლეტალური შედეგიც კი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოში წლების განმავლობაში წამყვანი იყო იპოთეკური სესხები, მაგრამ ბოლო წელია სამომხმარებლო სესხი ლიდერობს.
„დამატებითი ტვირთია საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში კაბალური პირობები აქვს.
კიდევ ერთი ცუდი ტენდენცია არის ის, რომ გაცილებით სწრაფად იზრდება სესხის მოცულობა, ვიდრე შემოსავალი. 2015 წელს 1 სულ მოსახლეზე საშუალო სესხის მოცულობა დაახლოებით 24 ათასი ლარი იყო, 2024 წელს კი 96 ათას ლარამდე. ამ სიტუაციაში სასიკეთო ცვლილებების რესურსი არ არსებობს“ – აღნიშნა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, სიტუაცია ნელ-ნელა ჩიხურ მდგომარეობაში შედის.
„ჩვენი კვლევის მიზანი იყო, დაგვენახა არსებული პრობლემა, ნელ-ნელა შევდივართ ჩიხურ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი საჭიროებს ეფექტურ პოლიტიკას და შემუშავდეს ერთიანი ხედვა, რომელიც ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია“ , – განაცხადა მან.
www.bpn.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია