“საქართველოში დემოკრატიული პროცესი გრძელდება... ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა“ - ავსტრალიაში საქართველოს ელჩის ინტერვიუ ABC-თან

Primetime.ge 3 კვირის წინ 17
“საქართველოში დემოკრატიული პროცესი გრძელდება... ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა“ - ავსტრალიაში საქართველოს ელჩის ინტერვიუ ABC-თან
ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ABC-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბექა დვალი ამბობს, რომ საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამისთვის ყველაფერი კეთდება.“ცოტა ხნის წინ, 26 ოქტომბერს, საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი პარლამენტი და ახალი მთავრობა. მალე ავირჩევთ საარჩევნო კოლეგიას, რომელიც აირჩევს ახალ პრეზიდენტს. ასე რომ, დემოკრატიული პროცესი გრძელდება. მეორე მხრივ, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი, ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა.ძირითადად, როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში და ზოგადად საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდის. ცხადია, ეს ხანგრძლივი პროცესია. რაც გულისხმობს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ კრიტერიუმების შესასრულებლად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და გასულ წელს გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.ცოტა ხნის წინ, არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს ჩვენი ევროინტეგრაციის გზას, და რომ ამ დროისთვის გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაახლოებით 50% შესრულებული. მთავრობა დაგვპირდა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას. დაახლოებით 2028 წლისთვის მზად ვიქნებით. ამ დროისთვის ჩვენ ამ კრიტერიუმების დაახლოებით 90%-შევასრულებთ,“ - აცხადებს ლაშა დვალი.
სრულად წაიკითხეთ სტატია