12-14 დეკემბერს საქართველოში
მოსალოდნელია ნალექი,
მთაში და მაღალმთაში ზოგან
ძლიერი თოვა და ქარბუქი,
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5
ბალიანი შტორმი.14
დეკემბერს დაბლობსა და
ბარშიც ნალექი
მოსალოდნელია უმეტესად
თოვლის
სახით.მოსალოდნელმა
ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, გორაკ-ბორცვიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ზვავების
ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის
გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა.
(საფრთხის დონე საშუალო).