Lamborghini ქართულ ბაზარზე ფართო
სამოდელო რიგით იქნება
წარმოდგენილი. შოურუმის
ოფიციალურ გახსნამდე
პრესკონფერენცია
გაიმართა. Automobili Lamborghini-ს
პრეზიდენტი და
აღმასრულებელი დირექტორი,
შტეფან ვინკელმანი ქართულ
მედიას შეხვდა. ის
აცხადებს, რომ
თავდაპირველი მიზანი 30
ერთეულის გაყიდვაა, რაც
რეალისტურ შეფასებებს
ემყარება და ამავე დროს
ამბიციურ პოზიციონირებაზე
მიუთითებს. იტალიური
სუპერქარის ოფიციალური
წარმომადგენელი
საქართველოში „თეგეტა
ჰოლდინგია“.„ვპირდებით
მომხმარებელს, რომ
გადავაჭარბებთ მათ
მოლოდინებს და
განსაკუთრებულ
გამოცდილებას
შევთავაზებთ. ჩვენი
სამომავლო ხედვები არ
ემყარება მხოლოდ
გაყიდვების ზრდას, ჩვენ
ორიენტირებული ვართ
ინოვაციური,
ტექნოლოგიურად დახვეწილი
პროდუქტების
განვითარებასა და
დანერგვაზე . კომპანიამ
უკვე განაახლა სამოდელო
რიგი და ყველა ავტომობილი
ახლა ჰიბრიდული სისტემით
არის აღჭურვილი. ათწლეულის
ბოლომდე კი Lamborghini აპირებს GT
2000-ის სრულიად ახალი, მეოთხე
მოდელის გამოშვებას, რაც
კიდევ უფრო გააძლიერებს
ბრენდის პოზიციას პრემიუმ
სეგმენტში და
მომხმარებლებისათვის
არჩევანს კიდევ უფრო
გააფართოებს, მათ შორის
საქართველოშიც“, - ამბობს
Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი.Lamborghini
ბაზრის ეტაპობრივ ზრდას
თავის პარტნიორთან,
„თეგეტასთან“, ერთად
გეგმავს. ჰოლდინგი მსოფლიო
ბრენდის ერთადერთი და
ოფიციალური
წარმომადგენელია
საქართველოში.