საქართველოში
ლაბორატორიულად
დადასტურებული გრიპის
ვირუსის შემთხვევები
კვირიდან კვირამდე
მატულობს. ამის შესახებ
განცხადება იაშვილის
საავადმყოფოს დირექტორმა,
ივანე ჩხაიძემ
გააკეთა.გაზრდილია
კლინიკებში
მიმართვიანობა. ექიმი
ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს
დომინანტი H1 ტიპის
ვირუსია.მისივე პროგნოზით,
პიკური პერიოდი იანვრის
მეორე ნახევრიდან
დაიწყება.ივანე ჩხეიძე
გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინაციის
მნიშვნელობაზეც საუბრობს
და ამბობს, რომ, ამ
შემთხვევაში, რისკჯგუფში
ბავშვები არიან."დეკემბრის
მეორე ნახევრიდან გრიპი
არის, დადასტურებულ
შემთხვევებში, პირველ
ადგილზე, სიხშირის
მიხედვით. ამ საერთო
მაჩვენებელში უპირატესი
ე.წ. H1 ტიპის ვირუსია -
პანდემიური ვირუსი, "ღორის
გრიპის" სახელით ცნობილი.
საქართველოში, გვაქვს
გრიპის შემთხვევების
ყოველკვირეული მატება,
მოლოდინია, რომ ეს მატება
გაგრძელდება, შემდეგი
კვირების განმავლობაში და,
ალბათ, იანვარში მიაღწევს
თავის პიკს.გრიპისთვის
დამახასიათებელია მაღალი
ტემპერატურა - 38 და მეტი,
გრიპს ახასიათებს ძლიერი
თავის ტკივილი, კუნთებისა
და სახსრების ტკივილი,
ხველა, საერთო სისუსტე,
უმადობა, ყველაფერი ეს,
ჯამში, ხდება მდგომარეობის
სიმძიმის
მიმანიშნებელი.დღეს
საქართველოში, ვირუსი,
რომელსაც შეუძლია
ანალოგიური სიმპტომატიკის
გამოწვევა, არ
არსებობს.ყველა ის ვირუსი,
რომელიც ფიქსირდება
გრიპის ვირუსთან ერთად, ამ
ვირუსების რიცხვი საკმაოდ
მაღალია, მათი
მიმდინარეობა არ არის ასე
მძიმე. განსაკუთრებით, ეს
მნიშვნელოვანია 2 წლამდე
ბავშვებისთვის - ეს არსი
ყველაზე მაღალი რისკის
ჯგუფი. უმჯობესია,
პირველივე დღიდანვე იყოს
პედიატრი, ან ოჯახის ექიმი
ჩართული ბავშვის
მართვაში.ნოემბრის
პირველი ნახევრიდან
დაწყებული, ვაქცინაციის
ჩატარება არის ერთ-ერთი
ყველაზე ეფექტური
პრევენციული საშუალება.
როდესაც ვაქცინაციის
საკითხის დგას, პირველ
რიგში, რისკ ჯგუფში არის
ექვსი თვიდან ხუთ წლამდე
ბავშვები.ვისთანაც არ
ჩატარებულა ვაქცინაცია,
რეკომენდაცია რჩება
სტანდარტული, ეს არის
ნიღბების ტარება,
დისტანცირება, ხელების
ხშირი დაბანა, ოთხების
ხშირი განიავება და რაც
მთავარია, კონტაქტების
თავიდან აცილება", -
განაცხადა ივანე ჩხაიძემ.